weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

როჯერ ფედერერმა უიმბლდონის ტურნირი მერვედ მოიგო და რეკორდსმენი გახდა

10:10 ორშაბათი, 17 ივლისი 2017

35 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთის ვარსკვლავმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის პრესტიჟული ტურნირი რეკორდულად, მერვედ მოიგო და კარიერაში სარეკორდო მე-19 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა.

ფედერერმა უიმბლდონის ფინალში, რომელიც საათსა და 43 წუთს გაგრძელდა, ხორვატი მარინ ჩილიჩი მარტივად 6:3, 6:1, 6:4 დაამარცხა. ჩილიჩს ფეხის ტრავმა აწუხებდა, რამაც მის თამაშს დაღი დაასვა.

აღსანიშნავია, რომ ფედერერმა უიმბლდონის ტურნირი სეტ-წაუგებლად ჩაატარა, ტურნირის მოგებით კი 2 200 000 ფუნტი სტერლინგი და 2000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ცნობისთის, „მხიარულმა როჯერმა“ უიმბლდონი პირველად 2003 წელს მოიგო, შემდეგ კი 2004, 2005, 2006, 2007, 2009, 2012, 2017 წლებში გაიმარჯვა.

ფედერერს ერთეულთა თანრიგში სულ 93 მოგებული ტურნირი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით შვეიცარიელი მესამე ადგილზე, მეორეზე 94 ტიტულით ჯონ მაკინროია, პირველ ადგილს 109 ტურნირით ჯიმი კონორსი იკავებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]