weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ავარიის შედეგად უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების წევრი გიორგი დოინჯაშვილი დაიღუპა

12:25 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

ხარაგაულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი, გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია დღეს, საქართველოს უძლიერესი მამაკაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2015 წელს გიორგი დოინჯაშვილი არნოლდ შვარცნეგერის სახელობის ევროპის საერთაშორისო ფესტივალის, „სთრონგმენის“ გამარჯვებული გახდა.

დოინჯაშვილმა ბოლოს ორი კვირის წინ, მადრიდის გრან-პრიზე იასპარეზა. საქართველოს უძლიერესი მამაკაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ამ შეჯიბრზე მან ტრამვა მიიღო - ბიცეპსი გაიწყვიტა, თუმცა ასპარეზობა მაინც განაგრძო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]