weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იყალთოში Off-Road-ის შეჯიბრი გაიმართა

10:27 სამშაბათი, 18 ივლისი 2017

16 ივლისს იყალთოში საქართველოს ჩემპიონატის „ოფროუდ ტროფი სტრიპის“ მეორე ეტაპი ჩატარდა, სადაც პროფესიონალებთან ერთად მონაწილეობა ადგილობრივმა მოყვარულებმაც მიიღეს.

შეჯიბრება სამ კატეგორიაში გაიმართა: C0 - სერიული მაღალი გამავლობის ავტომობილები, C1 - მაღალი გამავლობის სპორტული ავტომობილები 2.5-მდე კუბატურის ძრავით და C2 - მაღალი გამავლობის სპორტული ავტომობილები 2.5-დან ზემოთ კუბატურის ძრავით.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით სამივე კატეგორიაში გამარჯვებული ეკიპაჟებისთვის 2000-ლარიანი საპრიზო ფონდი იყო დაწესებული. C0 კატეგორიაში გამარჯვებულ ადგილობრივ ეკიპაჟს - გაგა ებიტაშვილსა და მიხეილ მარკოზაშვილს 300 ლარი გადაეცათ, C1 კატეგორიაში გამარჯვებულ ეკიპაჟს - იოანე ყიფშიძესა და ირაკლი კაკაურიძეს - 700 ლარი გადაეცა, C2 კატეგორიაში გამარჯვებულ ეკიპაჟს - ტატო შოშიაშვილსა და დემო ყიფშიძეს კი - 1000 ლარი.

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი საქართველოს Off-Road-ის ფედერაციის ორგანიზებითა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]