weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პარლამენტის წევრებმა ყვარელში ფეხბურთი ითამაშეს [Photos]

14:53 შაბათი, 03 აგვისტო 2019

ყვარელში, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა. ყვარლის მერიის განცხადებით, მატჩი შედგა სპორტულ-კულტურული კვირეულის ფარგლებში, რომლის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

თამაშში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი, გურამ მაჭარაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი და სხვები მონაწილეობდნენ.

„ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს მსგავსი აქტივობებით კიდევ ერთხელ ვახსენებთ, რომ უმნიშვნელოვანესია სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის“, – აცხადებს ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი, რომელიც თამაშს ესწრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]