weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2021

კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატი გამარჯვების მომტანი გოლით დაიწყო

10:14 ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017 hits 1205

რუსეთის 2017-2018 წლების პრემიერ ლიგის პირველ ტურში მოსკოვის „ლოკომოტივმა“ შინ ტულას „არსენალი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების მომტანი გოლი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სოლომონ კვერკველიამ 57-ე წუთზე გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მოსკოველ „რკინიგზელთა“ მაისურით თავი პირველად გამოიჩინა, სულ კი „ლოკომოტივის“ რიგებში 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

რუსეთის მოქმედმა ჩემპიონმა მოსკოვის „სპარტაკმა“ პირველი შეხვედრა სტუმრად, ჩემპიონატში აღზევებულ თანაქალაქელ „დინამოსთან“ ფრედ 2:2 დაასრულა, არადა პირველი ტაიმი ჯანო ანანიძის გუნდმა 2:0 მოიგო, თუმცა საბოლოოდ მაინც ქულას დასჯერდა. ქართველ ფეხბურთელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ჩემპიონატი დაიწყი უკრაინაშიც, სადაც დონეცკის „შახტარმა“ პირველ ტურში პოლტავის „ვორსკლა“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. დონეცკელთა რიგებში წინასწარვე ცნობილი იყო, რომ დავით ხოჭოლავა არ ითამაშებდა, ანდრო გიორგაძე კი მასპინძელთა განაცხადში იყო და შეხვედრაში მონაწილეობა ასევე არ მიუღია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]