weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტოჩინოშინმა წოდებაში წინსვლა გაინაღდა

17:32 პარასკევი, 21 ივლისი 2017

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაგოიაში მიმდინარე სუპერტურნირზე მე-8 გამარჯვება იზეიმა (აქედან ექვსი ზედიზედ), ამჯერად რანგით მაღალ მეტოქესთან და დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში), ამასთანავე წოდებაში წინსვლა გაინაღდა.

ნაგოია ბაშოზე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველი სეკიტორის მონაგარში 8 გამარჯვება და 5 მარცხია, ხოლო თუკი ტოჩინოშინი დარჩენილ ორ ორთაბრძოლასაც მოიგებს, სანიაკუში (კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდება ერთიანდება) დაბრუნდეს.

სამწუხაროდ, ნაგოიაში მე-10 მარცხი განიცადა გაგამარუს სახელით ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელსაც წარუმატებელი ასპარეზობის გამო რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში დაქვეითება ელის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]