weather cur horoscope tv
დეკემბერი 11, 2019

ვარლამ ლიპარტალიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ნუგზარ ტატალაშვილი ვერცხლს დასჯერდა

10:39 ორშაბათი, 24 ივლისი 2017 hits 916

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დასრულებულ ევროპის ღია ტურნირზე ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 100 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანი ჩემპიონი გახდა, 81 კილოგრამში კი ნუგზარ ტატალაშვილს პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ფინალის მოგება დააკლდა.

ვარლამ ლიპარტელიანი საქმეში მეორე წრიდან ჩაება და რუს ალექსეი კაზაჩკოვს ვაზარით მოუგო, ჩილელ ტომას ბრიჩენოს 2 ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში ებრაელი პეტერ პალჩიკი დამატებით დროში მეორე წუთზე დააგდო ბეჭებზე, ნახევარფინალში უკრაინელ ანტონ სავიცკის დაუპირისპირდა და ვაზარის უპირატესობა იკმარა, საჩემპიონო ბრძოლაში კი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიელ მიხაელ კორელს მეორე დამატებულ წუთზე სძლია იპონით.

დილის პროგრამაში ნუგზარ ტატალაშვილმა ხუთი მეტოქე ჩამოიშორა: ტურნირი შვეიცარიელი მიშელ კისტლერისთვის მეოთხე წუთზე შესრულებული სუფთა გდებით გახსნა, უკრაინელ დანიელ საფინს წუთი და 18 წამი აკმარა, რუს ალუ ბოჩკაევს საფინალო გონგამდე 25 წამით ადრე აღებული ვაზარით სძლია, ვაზარითვე აჯობა მეოთხედფინალში ყაზახ ბეკჟან აბდუალიევს და ნახევარფინალში - „ოქროს დროში“ სომეხ ანდრანიკ ჩაპარიანს, უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვებაში კი ხელი რუსმა დენის კალინინმა შეუშალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]