weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პირველი ძიუდოისტი გოგო საქართველოდან, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა

23:12 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

12 სექტემბერს ფინეთში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე გიორგი თუთაშვილმა (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ქართული ძიუდოს ისტორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

თუთაშვილმა ფინალში მოლდოვის წარმომადგენელ ადილ ოსმანოვს დამატებით დროში იპონით სძლია. მან ფინალამდე ურჰ კლოპჩიჩი (სლოვენია), არტიომს გალაკტიონოვსი (ლატვია), ივო ვერჰოსტერტი (ჰოლანდია) და იბრაჰიმ ალიევი (აზერბაიჯანი) დაამარცხა.

ლიპარტელიანმა ფინალამდე ხორვატ დორა ბორტასს, ჰოლანდიელ პლეუნი კორნელისს და გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია, გადამწყვეტ ბრძოლაში კი იტალიელ სილვია პელიტერის ასევე იპონით მოუგო.

ლუკა კაპანაძე (66 კგ) და ნატალია ყიფშიძე (48 კგ) დამარცხდნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]