weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გეგა გეგეშიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის სახელით გამოსვლის უფლება არ მომცა – დათუნაშვილი

10:23 ორშაბათი, 23 სექტემბერი 2019

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წვერი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის სახელით ასპარეზობის უფლება არ მისცა.

როგორც დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სერბეთის ნაკრების მხრიდან, რომელთან ერთადაც მაისიდან ვარჯიშობდა, იყო სრული მზაობა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მათი სახელით გამოსულიყო.

„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან მაინც მოხდა ხელის შეშლა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს მოეცა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია“, – აღნიშნავს ზურაბ დათუნაშვილი.

დათუნაშვილსა და გეგეშიძეს შორის დაპირისპირება მიმდინარე წლის იანვარში, სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო. გეგა გეგეშიძეს მოჭიდავის მიმართ ძალადობა ედებოდა ბრალად. ის დააკავეს კიდეც, თუმცა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ზურაბ დათუნაშვილი თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ითხოვდა, რაც ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმმა არ განიხილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]