weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედალი ბექა წიფიანმა მოიპოვა

09:38 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017 hits 1039

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდს პირველი მედალი ძიუდოისტმა ბექა წიფიანმა მოუტანა.

ფინალურ შეხვედრამდე ბექა წიფიანმა (55 კგ) 4 მეტოქე - შვედი ემილ ჰენრიკსონი, კვიპროსელი ლუკა ლუკასი, მოლდოველი ადილ ოსმანოვი და უკრაინელი ოლეგ ვერედიბა დაამარცხა, გადამწყვეტ პაექრობაში კი თურქ მირაჯ აქუსთან წააგო და საქართველოს დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუპოვა.

ტატამზე ასევე გავიდა გოგა ჩხაიძე (50 კგ), თუმცა ნაკრების ყველაზე მცირეწონიანმა წევრმა უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი მეორე შეხვედრაში დაკარგა, რეპეშაჟში კი პირველი შეხვედრა მოიგო, მეორეში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ოლიმპიურ ფესტივალში კიდევ 3 ქართველი ძიუდოისტი ჩაებმება: ეკატერინე ტატუნაშვილი (52 კგ), გურამ ძავაშვილი (60 კგ) და გიორგი ჩიხელიძე (66 კგ).

აქვე გეტყვით, რომ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენელთაგან ფინალულ ეტაპზე გასვლა ჯერ-ჯერობით ვერავინ მოახერხა. პირველივე წრეში დამარცხდნენ ჩოგბურთელები, საკვალიფიკაციო შეჯიბრება ვერ გაიარეს მოცურავეებმა, კანოისტებმა, ველოსიპედისტებმა და მძლეოსანთა იმ ნაწილმა, რომლებმაც უკვე დაამთავრეს შეჯიბრება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]