weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედურ კუპიურაზე

11:48 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

თანამედროვე ფეხბურთის შვედმა ვარსკვლავმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იგი შვედურ ათასკრონიან ბანკნოტზეა გამოსახული, ფოტოს კი შემდეგი ტექსტი აქვს დართული: თქვენ გყავთ ბენჯამინ ფრანკლინი და თქვენ გყავართ მე.

ზლატანის ფანებისთვის სამწუხაროდ, 35 წლის ფეხბურთელი შვედურ კუპიურაზე ფოტოგრაფმა ბინგო რიმერმა გამოსახა, მოხმარებაში კი იბრაჰიმოვიჩის პორტრეტიანი ბანკნოტი ცხადია არ ჩაეშვება.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წამოსვლის შემდეგ ამჟამად უკლუბოდაა, გასულ სეზონში „წითელი ეშმაკების“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 მატჩში კი 28 გოლის გატანა მოახერხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]