weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალს მიიღებს

14:03 პარასკევი, 08 ნოემბერი 2019

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია, რომელმაც წელს მინსკში გამართულ მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მიიღო, ამ თამაშების გამარჯვებულად გამოცხადდა და ახლო მომავალში ოქროს ჯილდო გადაეცემა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალურად შეატყობინა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურმა მდივანმა რაფაელე პანიოციმ.

EOC-დან მიღებული წერილის თანახმად, მძიმე წონის მოჭიდავეთა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულად გამოცხადებული ბელარუსი სპორტსმენი კირილ გრიშჩანკა მხილებულია აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში და ჩამოერთვა ევროპული თამაშების ჩემპიონის წოდება. შესაბამისად, თამაშების ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მიეკუთვნა იაკობ ქაჯაიას.

ახალი გარემოების თანახმად, შეიცვალა თამაშებში მონაწილე ქვეყნების საბოლოო სატურნირო ცხრილი. საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ოქროს 7, ვერცხლის 9 და ბრინჯაოს 14 მედლით ერთი საფეხურით წინ წაიწია და მეექვსე ადგილი დაიკავა (აქამდე მეექვსე პოზიციაზე იყო გერმანიის ნაკრები, რომელმაც მინსკში სულ 26 მედალი აიღო - 7 ოქრო, 6 ვერცხლი და 13 ბრინჯაო).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]