weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2019

მარნეულის ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

22:08 სამშაბათი, 12 ნოემბერი 2019 hits 352

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელიც არადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული და წინასწარი პატიმრობიდან გირაოთია გათავისუფლებული, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად იარჩიეს.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც პრეზიდიუმის წევრებს, ასევე თითოეულ სპორტსმენს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“, - აცხადებს აბაზოვი.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც იმავე წლის 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, მერმა საჯარო ბოდიში მოახდევინა, ცემა და სახე საკუთარი შარდით მოაბანინა. მოქალაქის დამცირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

14 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 13 დეკემბერს, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

აბაზოვის განცხადებით, ის პროვოკაციის მსხვერპლია და ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებს.

თემურ აბაზოვს მარნეულის მერის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე 2019 წლის თებერვალში შეუწყდა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუსრულებია. დანაშაული, რომლის ჩადენაშიც აბაზოვია ბრალდებული, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]