weather cur horoscope tv
მარტი 25, 2023

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა

11:01 ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრები 9:7 დაამარცხა და ევროპირველობის ისტორიაში პირველად გაიმარჯვა ჯგუფური ეტაპის მატჩში.

16 იანვარს, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.  

2020 წლის ევროპის ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მასპინძლობს. ჩემპიონატში მონაწილეობას კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდი იღებს.

საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე მეოთხედ ასპარეზობს. საფრანგეთთან გამარჯვებით, რევაზ ჩომახიძის გუნდი ახლოსაა ისტორიაში საუკეთესო შედეგის დაფიქსირებასთან.