weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა საბერძნეთთან წააგო

23:24 ხუთშაბათი, 16 იანვარი 2020
საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ფოტო საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ფოტო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთის ნაკრები საფრანგეთთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, D ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ საბერძნეთს შეხვდა და ანგარიშით 10:17 წააგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები იყვნენ ზურაბ რურუა და ბორის ვაპენსკი - ორივემ დუბლი შეასრულა. თითო გოლი გაიტანეს ბექა ქავთარაძემ, დამირ ცრეპულიამ, რევაზ იმნაიშვილმა, ანდრია ბითაძემ, ხვიჩა ჯახაიამ და ფაბიო ბარალდიმ.

18 იანვარს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც მიმდინარე ევროპირველობაზე ორივე თამაში მოიგო - საბერძნეთთან (10:6) და საფრანგეთთან (10:7).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]