weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ოლიმპიურ ფესტივალზე მორიგი ოქროს მედლები სოფიო სომხიშვილმა და მიხეილ ბექაურმა მოიპოვეს

16:38 შაბათი, 29 ივლისი 2017

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტთა შეჯიბრების ბოლო დღე ყველაზე უხმოსავლიანი გამოდგა. ტატამზე 3 ქართველი სპორტსმენი გავიდა და სამივემ მედალი მოიპოვა: სოფიო სომხიშვილმა (+73 კგ) და მიხეილ ბექაურმა (90 კგ) ოქროსი, ლევან ჭელიძემ (+100 კგ) კი - ბრინჯაოსი.

სოფიო სომხიშვილმა ჯერ ფრანგი კრისტალ გარსია ვაზარით დაამარცხა, მეორე წრეში იპონით მოუგო გერმანელ ლეა შტაინს, ნახევარფინალში ასევე იპონით აჯობა ჰოლანდიის წარმომადგენელ მარიტ კამპსს, ფინალში კი 2 წუთსა და 28 წამში ლიტველი იასტინა მიალაუსკაიტე დაამარცხა. სომხიშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტულს ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალი დაუმატა.

მიხეილ ბექაურმაც დამაჯერებლად მოიპოვა პირველი ადგილი და ოქროს მედალი. საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიტველ და კოსოვოელ მეტოქეებს აჯობა, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ადილ ქარიმლის 2 ვაზარით მოუგო, ფინალურ შეხვედრაში სლოვაკი დენის ტურაკი 15 წამში იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.

საქართველოს დელეგაციას მეშვიდე მედალი შემატა ლევან ჭელიძემ. მას ხელი ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, უნგრელ რიჩარდ შიპოზთან მოეცარა, დანარჩენი ბრძოლები კი დიდი უპირატესობით მოიგო, მათ შორის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა სლოვაკ ტიმ კელცთან.

4 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი - ასეთი ტრიუმფალური შედეგით დაასრულეს ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი. მთელი ქართული დელეგაციის საფესტივალო მონაგარი ძიუდოსტებზე მოდის. სწორედ მათი ბრწყინვალე გამოსვლის შედეგია, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-8 ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უკარაინა, პოლონეთი და სხვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]