weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

10:57 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო.

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გამართულ ტურნირის ჩემპიონები გიორგი შოთაძე (58 კგ) და ბექა გურული (54 კგ) გახდნენ, გიორგი ცოფურაშვილმა (76 კგ) ვერცხლი მოიპოვა, აკაკი ოსიაშვილი (50 კგ), დავით სოლოღაშვილი (69 კგ) და ოთარ აბულაძე (63 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

ფინალის გზაზე ევროპის ორგზის ჩემპიონმა შოთაძემ პოლონელი კჟიშტოფ სტეფანი (11:0), უნგრელი რაიმუნდ ფარკაში (4:1), სომეხი აშოტ კირაკოსიანი (5:2) და აზერბაიჯანელი ჰასან მამადლი (4:1) დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი თურქ მუსტაფა ილდირიმს 3:1 აჯობა.

გურულმა საჩემპიონო გზაზე ლიტველ ვილიუს სავიცკასს (9:0), თურქ ქადირ ქამალს (6:4), ნორვეგიელ სონდრე სვარსტადსა (8:0) და უკრაინელ მიროსლავ სოლოვიანს (10:7) სძლია.

ფინალური ორთაბრძოლა რუს აუეს გონიბოვთან 0:2 დათმო ცოფურაშვილმა, მანამდე კი, ხორვატ კარლო კოდრიჩს (5:1), ესტონელ რაულ ლეიტჰამს (3:0), უნგრელ იშტვან ტაკაჩსა (4:2) და პოლონელ შიმონ შიმონოვიჩს (7:2) აჯობა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 69 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე რუსეთი გახლდათ 60 ქულით, მესამე კი – უნგრეთი (50).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]