weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ძიუდოისტებმა იუნიორთა ევროპის თასზე 4 მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

11:11 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ იუნიორთა ევროპის თასზე 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო.

ტურნირის ჩემპიონები ნაკრების უმსუბუქესი და უმძიმესი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები – ვანო ნინიაშვილი (55 კგ) და ამირან წიქორიძე (+100 კგ) გახდნენ.

ნინიაშვილმა ფინალამდე გერმანელ, ბრაზილიელ, ფრანგ და რუს მეტოქეებს აჯობა, გადამწყვეტი შერკინება კი დამატებით დროში მოუგო რუმინელი ვლად ლუნჩანს.

თავის მხრივ, წიქორიძემ გზიდან 2 გერმანელი, რუსი და პოლონელი ძიუდოისტები ჩამოიცილა, ხოლო ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი მოწინააღმდეგე დააიპონა.

სამწუხაროდ, ფინალები დათმეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ გიორგი ჩიქოვანი (90 კგ) და ონისე სანებლიძე (100 კგ). პირველმა ბრიტანელ ძიუდოისტთან წააგო, მეორემ კი – აზერბაიჯანელთან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]