weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სებასტიან ფეტელმა უნგრეთის გრან-პრის მოგებით ლიდერობა განიმტკიცა

13:21 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

უნგრეთის დიდი პრიზის რბოლა „ფერარის“ პილოტ სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც მან 2017 წლის ჩემპიონატში უახლოეს მდევარ ლუის ჰამილტონთან უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. კვარცხლბეკის მეორე საფეხური ასევე „ფერარის“ პილოტმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა დაიკავა, მესამე ადგილი კი ფინელ ვალტერი ბოტასს ერგო.

გერმანელი მრბოლისთვის ეს ამ სეზონში მეოთხე გამარჯვებაა. ნახევარი რბოლის განმავლობაში მას საჭის პრობლემები ჰქონდა და მარცხენა მოსახვევებში არასაკმარის მოხვევადობას უჩიოდა, მაგრამ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ფეტელმა პირველი პოზიცია ბოლომდე შეინარჩუნა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა.

ბოტასმა ჰამილტონს გზა 46-ე წრეზე დაუთმო იმ მოტივით, რომ ბრიტანელს უკეთესი ტემპი ჰქონდა და „ფერარის“ პილოტების გასწრების მეტი შანსიც გააჩნდა. თუ ამას ვერ შეძლებდა, მას თანაგუნდელისთვის პოზიცია უნდა დაებრუნებინა. ასეც მოხდა, ჰამილტონმა „მერსედესის“ ფინელ პილოტს პოზიცია დაუბრუნა და თავად კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

უნგრეთის ეტაპი ბოლო იყო ზაფხულის არდადეგების წინ. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონატი ბელგიის სპა ფრანკორშანზე, 27 აგვისტოს განახლდება.

უნგრეთის დიდი პრიზი

ჰუნგარორინგი, დისტანცია 306.63 კმ (70 წრე, 4.381 კმ)

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 1:39:46.713

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) +00:00.908

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 00:12.462

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 00:12.885

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 00:13.276

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 01:11.223

კარლოს საინსი (ესპანეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 1 წრე

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 1 წრე

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

დანილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

ჯოლიონ პალმერი (დიდი ბრიტანეთი, „რენო“) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 2 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 2 წრე

რბოლას გამოეთიშნენ:

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 3 წრე

პოლ დი რესტა (ბრიტანთი, „უილიამსი“) 10 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 50 წრე

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 70 წრე

უსწრაფესი წრე:

ფერნანდო ალონსო - 1:20.182, 69-ე წრე

2017 წლის მრბოლთა საერთო კლასიფიკაცია:

  1. სებასტიან ფეტელი - 202 ქულა
  2. ლუის ჰამილტონი - 188
  3. ვალტერი ბოტასი - 169
  4. დანიელ რიკარდო - 117
  5. კიმი რაიკონენი - 116
  6. მაქს ფერსტაპენი - 67
  7. სერხიო პერესი - 56
  8. ესტებან ოკონი - 45
  9. კარლოს საინსი - 35
  10. ნიკო ჰულკენბერგი - 26
  11. ფელიპე მასა - 23
  12. ლანს სტროლი - 18
  13. რომენ გროჟანი - 18
  14. კევინ მაგნუსენი - 11
  15. ფერნანდო ალონსო - 10
  16. პასკალ ვერლაინი - 5
  17. დანილ კვიატი - 4
  18. სტოფელ ვანდოორნი - 1
  19. ჯოლიონ პალმერი - 0
  20. მარკუს ერიკსონი - 0
  21. ანტონიო ჯოვანაცი - 0

2017 წლის კონსტრუქტორთა თასის საერთო კლასიფიკაცია:

  1. მერსედესი - 357 ქულა
  2. ფერარი - 318
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 184
  4. ფორს ინდია-მერსედესი - 101
  5. უილიამს-მერსედესი - 41
  6. ტორო როსო-რენო - 39
  7. ჰაას-ფერარი - 29
  8. რენო - 26
  9. მაკლარენ-ჰონდა - 11
  10. ზაუბერ-ფერარი - 5

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]