weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქართველი მთამსვლელების ასვლა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ასვლებს შორის მოხვდა

18:18 ორშაბათი, 06 ივლისი 2020
ფოტო © არჩილ ბადრიაშვილი ფოტო © არჩილ ბადრიაშვილი

ქართველი მთამსვლელების - არჩილ ბადრიაშვილის, ბაქარ გელაშვილისა და გიორგი ტეფნაძის ასვლა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ასვლების სიაში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტმა, ავთანდილ ცინცაძემ გაავრცელა.

„სწორედ ამ სიიდან აირჩევა 2019 წლის საუკეთესო ასვლა/ასვლები და დაჯილდოვდება ეგრეთ წოდებული „ოქროს წერაყინით“.

პირველასვლა -  მწვერვალები პანპოჩე I - 6620 მეტრი და პანპოჩე II - 6504 მეტრი, ნეპალი,  მანასლუს რეგიონი. არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე უკვე მესამედ ხვდებიან ამ ყველაზე პრესტიჟული კონკურსის რჩეულთა სიაში. დარწმუნებული ვარ მალე „ოქროს წერაყინსაც“  ვიხილავთ საქართველოში“, – წერს ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში.

ქართული ექსპედიცია ჰიმალაების მთებში 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იმყოფებოდა. პანპოჩეზე 2009 წელს იაპონელი მთასვლელი ავიდა ჩრდილოეთ ქედიდან, 2012 წელს იგივე მარშრუტი ნორვეგიელებმა გაიარეს. რაც შეეხება პანპოჩე II-ს, იქ ისტორიაში პირველი ასვლა განხორციელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]