weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის მონაწილე გუნდები ცნობილია

10:31 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგაზე მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა და ის საფეხბურთო კლუბები გამოვლინდა, რომლებიც პრესტიჟული ტურნირის ბოლო შესარჩევ სტადიაზე, პლეი-ოფში მიიღებენ მონაწილეობას.

ტირასპოლის „შერიფთან“ შინ უგოლო მატჩის საპასუხოდ სტუმრად იმარჯვა „სამტრედიას“ მძლეველმა „ყარაბაღმა“ და პლეი-ოფში გააღწია.

სამწუხაროდ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი გზა მოეჭრათ იმ ორ კლუბს, რომლებშიც ქართველი ფეხბურთელები ირიცხებიან. ვაკო გვილიას „ბ.ა.ტ.ე.“-მ შინ პრაღის „სლავია“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ რადგან სტუმრად 0:1 ჰქონდა წაგებული, ორი მატჩში ჯამში გასვლაზე გატანილი გოლის წესით ჩეხეთის ჩემპიონი გუნდი გავიდა. რაც შეეხება ჯაბა ჯიღაურის „ვარდარს“, მაკედონიის ჩემპიონს შინ „კოპენჰაგენი“ 1:0 ჰყავდა დამარცხებული, თუმცა საპასუხო შეხვედრა დანიაში კაცნაკლულ მეტოქესთან 1:4 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

დრამატული გამოდგა კიევის „დინამოს“ დაპირისპირება შვეიცარიულ „იანგ ბოიზთან“. პირველი შეხვედრა კიეველებმა შინ გამართეს, მეტოქე პირწმინდად დაჯაბნეს და სამი გოლი გაუტანეს, მაგრამ ერთი ბურთი გაუშვეს, რაც სავალალო გამოდგა, რადგან საპასუხო შეხვედრა „იანგ ბოიზმა“ შინ 2:0 მოიგო და სწორედ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით იმარჯვა.

დიდ ინტერესს იწვევდა ამსტერდამის „აიაქსისა“ და საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონ „ნიცას“ დაპირისპირება. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ორი ძლიერი გუნდის ორივე მატჩი ფრედ დასრულდა (1:1 და 2:2), პლეი-ოფში კი ფრანგული კლუბი სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ჩემპიონი ზალცბურგის „რედ ბული“ უკვე ზედიზედ 10 წელია ვერ ახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. ავსტრიულ კლუბს საკვალიფიკაციო ეტაპზე ამჯერად ხორვატიის ჩემპიონმა „რიეკამ“ აჯობა და ორი ფრედ დამთავრებული შეხვედრის ჯამში შემდეგ ეტაპზე გააღწია.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია გლაზგოს „სელტიკის“ სტუმრად გამარჯვება ტრონჰეიმის „რუსენბორგთან“. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ჩემპიონმა პირველი შეხვედრა შინ 0:0 დაასრულა.

III საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრების ანგარიშები:

ტირასპოლის შერიფი 1:2 ყარაბაღი

ა.პ.ო.ელ. 4:0 კონსტანცას ვიიტორული

ბ.ა.ტ.ე. 2:1 პრაღის სლავია

მოსკოვის ც.ს.კ.ა. 1:0 ათენის ა.ე.კ.

ისთანბულ ბაშაქშეჰირი 2:0 ბრიუგე

კოპენჰაგენი 4:1 ვარდარი

პლზენის ვიქტორია  1:4 სტიაუა

იანგ ბოიზი 2:0 კიევის დინამო

ჰაფნარფიორდური 0:1 მარიბორი

ლუდოგორეცი 3:1 ბე’ერ-შევას ჰაპოელი

აიაქსი 2:2 ნიცა

ლეგია 1:0 ასტანა

ოლიმპიაკოსი 2:2 პარტიზანი

რიეკა 0:0 ზალცბურგი

რუსენბორგი 0:1 სელტიკი

ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოთიშული კლუბები ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლებენ და იქ განაგრძობენ ბრძოლას რანგით მეორე ევროტურნირზე მოხვედრისთვის ბრძოლას.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კი 20 გუნდი მონაწილეობს (15 საკვალიფიკაციო ეტაპიდან, 5 კი პირდაპირ პლეი-ოფში ჩასმული), რომლებიც ორ სეგმენტად, ჩემპიონებად და ვიცე-ჩემპიონებად იყოფიან და ისე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პლეი-ოფის წყვილებს 4 აგვისტოს კენჭისყრით გაარკევენ, როდესაც განთესილ კლუბებს განუთესავები შეხვდებიან. წყვილებში გამარჯვებული გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას, წაგებულები კი ავტომატურად გადავლენ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ჩემპიონი კლუბები

განთესილები:

ოლიმპიაკოსი

სელტიკი

კოპენჰაგენი

ა.პ.ო.ე.ლ.

მარიბორი

განუთესავები:

ყარაბაღი

ასტანა

რიეკა

ბე’ერ შევას ჰაპოელი

პრაღის სლავია

ვიცე-ჩემპიონი კლუბები

განთესილები:

სევილია

ნაპოლი

ლივერპული

მოსკოვის ც.ს.კ.ა.

ლისაბონის სპორტინგი

განუთესავები:

სტიაუა

იანგ ბოიზი

ნიცა

ჰოფენჰაიმი

ისთანბულ ბაშაქშეჰირი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]