weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წყვილები ცნობილია

16:22 პარასკევი, 04 აგვისტო 2017

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბბინაში 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა. წყვილში გამარჯვებული გუნდები პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდებიან, ხოლო წაგებულები ავტომატურად გავლენ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

კენჭისყრაზე რამდენიმე ძლიერი წყვილი შედგა, მათ შორისაა ნაპოლი-ნიცა და ლივერპული-ჰოფენჰაიმი.

პლეი-ოფის წყვილები ასეთია:

ჩემპიონები:

ყარაბახი (აზერბაიჯანი) - კოპენჰაგენი (დანია)

ა.პ.ო.ე.ლ. (კვიპროსი) - პრაღის სლავია (ჩეხეთი)

ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) - რიეკა (ხორვატია)

სელტიკი (შოტლანდია) - ასტანა (ყაზახეთი)

მარიბორი (სლოვენია) - ბე’ერ-შევას ჰაპოელი (ისრაელი)

ვიცე-ჩემპიონები:

ისთანბულ ბაშაქშეჰირი (თურქეთი) - სევილია (ესპანეთი)

იანგ ბოიზი (შვეიცარია) - მოსკოვის ც.ს.კ.ა. (რუსეთი)

ნაპოლი (იტალია) - ნიცა (საფრანგეთი)

ჰოფენჰაიმი (გერმანია) - ლივერპული (ინგლისი)

ლისაბონის სპორტინგი (პორტუგალია) - სტიაუა (რუმინეთი)

პირველი მატჩები 15-16 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 22-23 აგვისტოს გამართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]