weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს

13:53 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020 hits 220

გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ სვანიძის საადვოკატო ბიუროს წარმომადგენელმა დაუდასტურა.

როგორ საადვოკატო ბიუროში გვითხრეს, ამ დროისთვის გოჩა სვანიძესთან გასაუბრება ვერ მოხერხდება, თუმცა ის ადასტურებს, რომ პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს.

უცნობია, რა გახდა გოჩა სვანიძის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს შესაძლოა ქართულ რაგბიში არსებულ კრიზისს უკავშირდებოდეს.

გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად 2016 წლის იანვარში, ოთხი წლის ვადით აირჩიეს. 2020 წლის 30 იანვარს კავშირის საერთო ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, სადაც პრეზიდენტს აირჩევდნენ, თუმცა პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ლაშა (ბაჩო) ხურციძის განცხადების საფუძველზე, ყრილობა 24 თებერვლისთვის გადაიდო. 24 თებერვალს დელეგატთა საჭირო რაოდენობა არ შეიკრიბა. როგორც რაგბის კავშირი აცხადებდა, რეგისტრაცია მხოლოდ გოჩა სვანიძის მომხრეებმა გაიარეს, რომელთა ხმათა საერთო რაოდენობა 43-ს შეადგენდა. შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევა კიდევ ერთხელ გადაიდო და 10-დან 30 დღის ვადაში უნდა ჩატარებულიყო. 20 მარტს, რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, ყრილობის ჩატარება ქვეყანაში COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული რთული მდგომარეობის აღმოფხვრამდე გადაიდო. არსებული ინფორმაციით, რაგბის კავშირის გამგეობა ორშაბათს, 3 აგვისტოს შეიკრიბება. როგორც ჩანს, ზაზა სვანიძე პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

2004-2014 წლებში გოჩა სვანიძე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე იყო. 2003 წლიდან დღემდე ის „საადვოკატო ბიურო სვანიძე და პარტნიორების“ მეწილეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]