weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2020

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირი მოიგო

11:03 კვირა, 06 აგვისტო 2017 hits 929

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ილიას ზუროსის გუნდმა ფინალში მასპინძლები 81:70 დაამარცხეს.

ქართველებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და სასტარტო ხუთეულმა (მაიკ დიქსონი, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი) პირველი მეოთხედი 25:11 მოიგო. მეორე ათწუთეულში ზუროსის გუნდმა აშკარად ჩააგდო და 8:19 დათმო. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში ქართველებს სროლები წაუვიდათ, სამქულიანებით თავი გამოიჩინეს მარკოიშვილმა და დიქსონმა და ლიტვა საბოლოოდ გატყდა.

ქართველთაგან 10-ქულიანი ზღვარი 6-მა კალათბურთელმა გადალახა. სამწუხაროდ, სათადარიგოთა სკამიდან ზუროსმა 5 კალათბურთელი დატვირთა და ქულები მხოლოდ დუდა სანაძემ (10ქ, 3მ) დააგროვა. ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელიც შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს - „ბასკონიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა 19 ქულა, 8 მოხსნა და 5 გადაცემა მოაგროვა. ორმაგი დუბლით გამოირჩა ცინცაძე (10 ქ, 10 გ), ხოლო შერმადინმა 17 ქულა, 10 მოხსნა და 5 გადაცემა მიითვალა. მარკოიშვილმა 13 ქულა შემატა გუნდს, ხოლო დიქსონმა - 12.

საქართველომ ლიტვასთან ურთიერთშეხვედრებში პირველად მოიგო. აქამდე ლიტვას საქართველო სამ ამხანაგურ და ერთ ევრობასკეტის მატჩში ყავდა დამარცხებული.

ლიტვამდე ქართველმა კალათბურთელებმა ლატვიის ნაკრები 73:69 დაამარცხეს.

ამრიგად, საქართველო სამშობლოში დაბრუნდება და ორ ამხანაგურ მატჩს (11, 13 აგვისტო) გამართავს ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან. თბილისში ნაკრებს NBA-ის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიაც შეუერთდება და გუნდი სრული შემადგენლობით გააგრძელებს მომზადებას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]