weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ზვიად პატარიძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

11:12 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ზვიად პატარიძე (120 კგ) მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონია. ქართველმა მძიმეწონოსანმა მორიგ წარმატებას ფინეთის ქალაქ ტამპერეში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მიაღწია.

ფინალის გზაზე ზვიად პატარიძემ ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. მათგან სამს ვადაზე ადრე მოუმთავრა საქმე. სრული საჭიდაო დრო მხოლოდ მეოთხედფინალში დასჭირდა, ირანელ ამინ მირზაზადესთან (4:1). იქამდე იაპონელი იცუკი შოჯის 47 წამში მოუმთავრა საქმე (8:0). რუმინელ ლენარდ იშტვან ბერეის 17 წამი აკმარა (8:0), ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ გიორგი გაჯინოვს 4 წუთში გაუსწორდა (9:0), გადამწყვეტ ბრძოლაში კი ყირგიზი კიმ რომანს სძლია (6:2).

დაჯილდოვების ცერემონიალზე ორგანიზატორებმა შეცდომით საქართველოს ძველი ჰიმნი დაუკრეს, თუმცა დამსწრეებს შემდეგ ახალი ჰიმნიც მოასმენინეს.

ზვიად პატარიძისგან განსხვავებით, მისი თანაგუნდელებისთვის 2017 წლის უმთავრესი შეჯიბრება წარუმატებელი გამოდგა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ზაზა სილაგაძის ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე სტაბილურად საუკეთესო იყო და ლამის ყველა წონით კატეგორიაში საპრიზო სამეულისთვის იბრძოდა, ამჯერად მხოლოდ პატარიძის ოქროს მედლით იწონებს თავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]