weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

თბილისის „ლოკომოტივთან“ წაგების შემდეგ მოსკოვის „დინამოს“ მწვრთნელს ათავისუფლებენ

10:41 პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 hits 233

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის დინამომთავარი მწვრთნელის, კირილ ნოვიკოვის გათავისუფლებას აპირებს და მის შემცვლელს ეძებს. დინამომ გუშინ თბილისის ლოკომოტივთან მატჩი ანგარიშით 2:1 წააგო და ევროპის ლიგიდან გამოვარდა.

გამოცემა „ჩემპიონატის“ ცნობით, კლუბმა ნოვიკოვი, რომელსაც ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, შესაძლოა უახლოეს მომავალში გაათავისუფლოს. გამორიცხული არაა, მან გუნდს 21 სექტემბერს, გროზნოს „ახმატთან“ მატჩის დროსაც უხელმძღვანელოს.

უეფა-ს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩი გუშინ, თბილისში გაიმართა. ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გაიხსნა. 54-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კარისკენ ჩააწოდა, მეკარემ ბურთი მოიგერია და დამატებაზე ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად დაარტყა. 76-ე წუთზე კი გოლი მამია გავაშელიშვილმა გაიტანა. მოსკოველებმა თამაშის დასასრულს, პენალტი გაიტანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]