weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

„დინამო არენაზე“ საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

18:26 ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020 hits 219

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 8 ოქტომბერს, თბილისის „დინამო არენაზე“ საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერციის განცხადებით,  საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ. ფეხბურთის ფედერაციის განმარტებით, „დინამო არენაზე“ მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მათთვის პრიორიტეტულია თითოეული ქომაგის ჯანმრთელობა, ამიტომ მოუწოდებენ მათ, ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება, 8 ოქტომბერს 20:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟი საქართველოს პირველი არხის ეთერით გადაიცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]