weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2021

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ფინალი მაყურებლის გარეშე გაიმართება

18:37 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020 hits 226

12 ნოემბერს, „დინამო არენაზე“, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებთ, ეს გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს ამ მატჩის ჩატარება გულშემატკივრის გარეშე.

მოდით, ყველამ ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს ფეხბურთელებს „ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან. ამით ისინი, დარწმუნებული ვარ, უარესად არ ითამაშებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის, ერთი დებიუტანტი - „როტორის“ 22 წლის ქართველი შემტევი ბექა მიქელთაძე.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია: მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მაკარიძე, ლაზარე კუპატაძე. მცველები: გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა, გია გრიგალავა, სოლომონ კვერკველია, მამუკა კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი. ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, მურთაზ დაუშვილი, ლევან შენგელია, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ვაკო გვილია, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი. თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე, ნიკა კაჭარავა, ბექა მიქელთაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]