weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

13:24 სამშაბათი, 25 აპრილი 2017

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართული ევროპის ახალგაზრდული პირველობის ფინალში ქართველმა 23-წლამდე მოფარიკავეებმა იტალიის ნაკრები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონები ისტორიაში პირველად გახდნენ.

ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა ზედიზედ მეორედ შეძლეს ფინალში გასვლა. ნახევარფინალში მათ რუსეთის ნაკრებს სძლიეს 45:41 და შარშანდელ ფინალში მარცხისთვის რევანში აიღეს, რუსეთამდე კი ბულგარეთსა (45:34) და რუმინეთს (45:31) მოუგეს.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]