weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრები ისლანდიასთან განადგურდა

10:42 შაბათი, 12 აგვისტო 2017

საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე შეხვედრა გამართა ისლანდიის ამავე ასაკობრივ ნაკრებთან და დიდი ანგარიშით 25:42 დამარცხდა.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის კოშმარული გამოდგა. მეტოქემ 2-ჯერ მეტი გაგვიტანა და ქართველებს შეტევის განხორციელების საშუალება თითქმის არ ჰქონდა. ბექა ორჯონიკიძის შეგირდები დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ ნახევარზე მეტოქის მოგერიებას ცდილობდა, რაც დაფიქსირებულ ანგარიშშიც თვალნათლივ ჩანს – 24:8.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ქართველები მეტი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის თანაბარი კონკურენცია იყო და მეორე ტაიმში არ იგრძნობოდა, რომ პირველ ნახევარში ისლანდია გარჩევით დომინირებდა.

საქართველო: მიქავა 2, ბაინაზიშვილი 2, ბულბულაშვილი 3, ვრება 5, ლაპიაშვილი 3, თიელიძე 2, გოგავა 4, იობაშვილი 1.

ისლანდია: რივერა 1, გრიმსი 2, ბირგისონი 5, არონსონი 1, აგნარსონი 1, სიგურდსონი 7, ვალდიმარსი 9, ფინარსონი 7, ოსტერბერგი 1, ჯონსონი 1, სვიენსონი 2, კარკანსო 1, ტარკელსო 2.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელმა ხელბურთელებმა პირველ ტურში ალჟირი დაამარცხეს, მეორე ტურში კი იაპონიასთან დამარცხდნენ 22:30.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]