weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2021

2023 წელს უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ბათუმში ჩატარდება

15:27 შაბათი, 05 დეკემბერი 2020 hits 194

2023 წელს, საქართველო, რუმინეთთან ერთად, უეფა-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ევროპის 24-ე ჩემპიონატის ფინალური მატჩი ბათუმში, ახლად აშენებულ არენაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე 16 ევროპული ნაკრები ითამაშებს. საქართველოში ორი ჯგუფის მატჩები - თბილისში, ბათუმსა და ფოთში ჩატარდება.

„ეს არის ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება და აღიარება საერთაშორისო სარბიელზე. ამასთან, ჩვენი, ყველას ერთად გაწეული შრომის შედეგი. ცხადია, ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აგებულმა არენამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ უეფა-სგან ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მივიღეთ. მთლიანობაში, ევროპირველობას თბილისის, ბათუმისა და ფოთის 4 სტადიონი უმასპინძლებს, რაც ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის უდიდესი საჩუქარი გახლავთ“, – განაცხადა სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]