weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ხუთი ტურის შემდეგ ლიგა 3-ის ლიდერია

14:52 პარასკევი, 21 აპრილი 2017

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრ ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდი „თელავი“ სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. ხუთი განვლილი მატჩის შემდეგ თელავურ კლუბს 4 მოგება, 1 ფრე და 13 ქულა აქვს.

უკანასკნელ შეხვედრაში „თელავმა“ ფირუზ მარაქველიძისა და გიორგი ნიქაბაძის გოლებით მარნეულის „ალგეთი“ თბილისში 2:1 დაამარცხა და ვიდრე მე-5 ტურის დარჩენილი მატჩები ჩატარდება, ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.

მომდევნო მატჩს „თელავი“ 2 მაისს თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „მარკ სტარსთან“ გამართავს, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა და ათგუნდიან გათამაშებაში „თელავის“ მთავარ კონკურენტს წარმოადგენს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]