weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია

10:38 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

ევროპის სხვადასხვა ქალაქებში 2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა და ცნობილი გახდა ყველა საფეხბურთო კლუბის ვინაობა, რომლებიც უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ.

პატარა სენსაციის ავტორი გახდა „სამტრედიას“ მძლეველი აზერბაიჯანის ჩემპიონი გუნდი „ყარაბაღი“, რომელმაც პლეი-ოფში „კოპენჰაგენის“ ბარიერი დაძლია და ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი რამ აქამდე არცერთ აზერბაიჯანულ კლუბს არ უქნია. გურბან გურბანოვის გუნდმა ჯერ შინ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა დანიის ჩემპიონი, სტუმრად გამართული მატჩი კი 1:2 დათმო და გასვლაზე გატანილი გოლის წესით ტურნირზე გააღწია.

„ლივერპული“ შინაც იოლად გაუსწორდა გერმანულ „ჰოფენჰაიმს“. იურგენ კლოპის შეგირდებმა გახსნილ შეხვედრაში 4:2 სძლიეს იულიან ნაგელსმანის გუნდს და სამწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდნენ.

სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია ლისაბონის „სპორტინგის“ სტუმრად „სტიაუასთან“ გამარჯვება - საკუთარ მოედანზე ნათამაშები ნულოვანი ფრის შემდეგ ჟორჟე ჟეზუსის გუნდმა ბუქარესტში 5:1 მოიგო.

რაც შეეხება პლეი-ოფში დამარცხებულ გუნდებს, ისინი ავტომატურად გადაინაცვლებენ UEFA-ს რანგით მეორე

საკვალიფიკაციო პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრების ანგარიშები (დახრილად: გამარჯვებული კლუბები):

ჩემპიონი კლუბები:

კოპენჰაგენი 2:1 ყარაბაღი (0:1)

პრაღის სლავია 0:0 ა.პ.ო.ე.ლ. (0:2)

რიეკა 0:1 ოლიმპიაკოსი (1:3)

ასტანა 4:3 სელტიკი (0:5)

მარიბორი 1:0 ბე’ერ შევას ჰაპოელი (1:2)

ვიცე-ჩემპიონი კლუბები:

მოსკოვის ც.ს.კ.ა 2:0 იანგ ბოიზი (1:0)

სევილია 2:2 ისთანბულ ბაშაქშეჰირი (2:1)

ნიცა 0:2 ნაპოლი (0:2)

ლივერპული 4:2 ჰოფენჰაიმი (2:1)

სტიაუა 1:5 ლისაბონის სპორტინგი (0:0)

ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს გვიან მონაკოში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]