weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა აკროპოლისის თასზე მასპინძელი საბერძნეთი დაამარცხა

10:46 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა აკროპოლისის თასის პირველ მატჩში მასპინძელი საბერძნეთი დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით 72:71 დაამარცხა.

ქართველებმა შეხვედრა ცუდად დაიწყეს და პირველი პერიოდი 8:18 დათმეს, თუმცა შემდეგ თამაში საგრძნობლად გამოასწორეს და პირველი ტაიმის ბოლომდე სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა – 33:37.

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრები მესამე პერიოდში უპირატესობას ფლობდა და ბოლო პერიოდის წინ ერთი ქულით წინ გასვლაც მოახერხა, თუმცა შეხვედრის დასკვნითი მონაკვეთი ჩვენი გუნდისთვის მძიმედ დაიწყო და მასპინძელმა ბერძნებმა 9 ქულითაც კი მოახერხეს წინ გასვლა. საქართველომ ჩამორჩენის შემცირება მოახერხა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 17 წამით ადრე გიორგი ცინცაძემ შესანიშნავი 3-ქულიანი ჩააგდო, რომელიც ისტორიული გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა – 72:71.

ქართველთა რიგებიდან საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 23 ქულას, 8 მოხსნასა და 1 გადაცემას მოუყარა თავი. შესანიშნავად ითამაშეს გიორგი ცინცაძემ (13 ქულა, 2 მოხსნა და 5 გადაცემა), მანუჩარ მარკოიშვილმა (9 ქულა, 2 მოხსნა და 1 გადაცემა) და თორნიკე შენგელიამ (14 ქულა, 11 მოხსნა და 4 გადაცემა).

მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კოსტას პაპანიკოლაუ იყო, რომელმაც 15 ქულა, 4 მოხსნა და 2 გადაცემა მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ აკროპოლისის თასის მეორე მატჩში დღეს თბილისის დროით 19 საათსა და 45 წუთზე საქართველოს ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ მატჩში იტალია 73:65 დაამარცხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]