weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები კენჭისყრით განაწილდნენ

23:16 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე 32 გუნდი მონაკოში, „გრიმალდის ცენტრში“ როგორც წესი რვა ქვეჯგუფში კენჭისყრით განაწილდა. ტრადიციულად რამდენიმე რთულ ქვეჯგუფში მოხვედრილი გუნდების გარდა, შედარებით იოლ, თუმცა თითქმის თანაბარი ძალებით დაკომპლექტებულ ქვეჯგუფში საფრანგეთის ჩემპიონი „მონაკო“ მოხვდა.

კენჭისყრამდე გუნდები ოთხ სხვადასხვა კალათში იყვნენ განაწილებულნი. პირველ კალათში რვა წამყვანი ევროპული ქვეყნის ჩემპიონი გუნდები (რეალი, ჩელსი, ბაიერნი, იუვენტუსი, მონაკო, ბენფიკა, სპარტაკი, შახტარი) იყვნენ განთესილნი, დანარჩენი გუნდები კი ქვედა კალათებში UEFA-ს კოეფიციენტების მიხედვით იყვნენ განაწილებულნი.

კენჭისყრის პირველი შეფასებებით, გამორჩეულია D ჯგუფი: „იუვენტუსი“, „ბარსელონა“, „ოლიმპიაკოსი“ და „სპორტინგი“, არანაკლები სიძლიერის გამოვიდა H ჯგუფიც. ურთულეს ჯგუფში მოხვდა საქართველოს ჩემპიონ „სამტრედიას“ მძლეველი, ტურნირის დებიუტანტი „ყარაბაღი“, რომელსაც ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს დაპირისპირება. იოლი გასეირნებები არც ჯანო ანანიძის გუნდს ელის - მოსკოვის „სახალხო გუნდს“ ქვეჯგუფში „სევილიასა“ და „ლივერპულთან“ მოუწევს ბრძოლა მერვედფინალში გასასვლელად.

კენჭისყრის შედეგად 32 გუნდი რვა ქვეჯგუფში შემდეგნაირად განაწილდა:

A ჯგუფი: ბენფიკა, მანჩესტერ იუნაიტედი, ბაზელი, მოსკოვის ც.ს.კ.ა.

B ჯგუფი: ბაიერნი, პარი სენ-ჟერმენი, ანდერლეხტი, სელტიკი

C ჯგუფი: ჩელსი, მადრიდის ატლეტიკო, რომა, ყარაბაღი

D ჯგუფი: იუვენტუსი, ბარსელონა, ოლიმპიაკოსი, ლისაბონის სპორტინგი

E ჯგუფი: სპარტაკი, სევილია, ლივერპული, მარიბორი

F ჯგუფი: შახტარი, მანჩესტერ სიტი, ნაპოლი, ფეიენოორდი

G ჯგუფი: მონაკო, პორტო, ბეშიქთაში, ლაიპციგი

H ჯგუფი: რეალი, დორტმუნდის ბორუსია, ტოტენჰემ ჰოტსპური, ა.პ.ო.ე.ლ.

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის გათამაშება სტარტს 12 სექტემბერს აიღებს. ჯგუფური ეტაპის ექვსი ტური 6 დეკემბერს დასრულდება, ფინალური მატჩი კი გაისად, 26 ივნისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]