weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქართველი ფეხბურთელები ევროპა ლიგაზე

17:23 პარასკევი, 25 აგვისტო 2017

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე მონაწილე გუნდები ქვეჯგუფებში კენჭისყრით განაწილდნენ. ევროპა ლიგის 2017-2018 წლების გათამაშებაში ის ოთხი საფეხბურთო კლუბიც მონაწილეობს, რომელთა ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები იცავენ.

სოლომონ კვერკველიას გუნდს წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა და ყველაზე იოლ ქვეჯგუფში მოხვდა. F ჯგუფში მოსკოვის „ლოკომოტივის“ მეტოქეები „კოპენჰაგენი“, ტირასპოლის „შერიფი“ და ჩეხური კლუბი ზლინის „ფასტავი“ იქნებიან.

ვალერიან გვილიას „ბ.ა.ტ.ე.“-ს მძიმე ბრძოლები ელის. ბორისოვოელებს H ჯგუფში ლონდონის „არსენალთან“, „კიოლნთან“ და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ მოუწევთ ჭიდილი.

ურთულეს K ჯგუფში მოხვდა გურამ კაშიას გუნდიც. არნემის „ვიტესს“ ქვეჯგუფში რომის „ლაციო“, ფრანგული „ნიცა“ და ბელგიური „ზულტე-ვარეგემი“ ჰყავს.

რაც შეეხება სკოპიეს „ვარდარს“, რომელსაც ევროპა ლიგაზე გასვლაში ჯამბულ ჯიღაური „ფენერბაჰჩესთან“ გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლით დაეხმარა, მაკედონიური კლუბის მეტოქეები საწყის ეტაპზე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტი“, ესპანეთის „რეალ სოსიედადი“ და ტრონჰეიმის „რუსენბორგი“ იქნებიან.

ევროპა ლიგის გათამაშება 14 სექტემბერს დაიწყება, ჯგუფური ეტაპი კი 7 დეკემბერს დასრულდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]