weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„ბარსელონაში“ ნეიმარს უსმან დემბელე შეცვლის

11:45 შაბათი, 26 აგვისტო 2017

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდი უსმან დემბელე კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. 20 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი კატალონიურ გრანდს 105 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც სამომავლოდ ბონუსებიც დაემატება, რაც ფეხბურთელის ხარისხიან თამაშზე იქნება დამოკიდებული.

უსმან დემბელე ბარსელონაში 27 აგვისტოს ჩავა და ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ახალ კლუბში იგი 11-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონადან“ დემბელეს გამოსყიდვა 400 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე, რომელიც „პარი სენ-ჟერმენში“ წასულ ნეიმარის შემცვლელად განიხილება „ბარსელონაში“, დორტმუნდის „ბორუსიამ“ ერთი წლის წინ „რენიდან“ 15 მილიონად შეიძინა. გერმანული კლუბის ღირსება ახალგაზრდა თავდამსხმელმა 50 შეხვედრაში დაიცვა და 10 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]