weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2020

ირლანდიასა და ავსტრიასთან სათამაშოდ საქართველოს ნაკრები 26 ფეხბურთელით ემზადება

12:19 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017 hits 1129

საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის დღეს შეიკრიბება. ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით ირლანდიასთან და ავსტრიასთან შეხვედრებისთვის „ჯვაროსნები“ 26 ფეხბურთელით მოემზადებიან.

საქართველო-ირლანდიის შეხვედრა 2 სექტემბერს, თბილისში 20:00 საათზე დაიწყება. ავსტრიისა და საქართველოს მატჩი კი 5 სექტემბერს ვენაში, 22:45 საათზე შედგება.

სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებში თბილისის „ლოკომოტივის“ წევრი ირაკლი სიხარულიძე გამოიძახა - ნაკრების დებიუტანტი ფეხბურთელი ამ დროისთვის 19 გატანილი გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირია.

შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გამო გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა ირლანდიასთან მატჩს გამოტოვებს.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო).

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია ხაბაროვსკი, რუსეთი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (უკლუბო), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ვაკო გვილია (ბ.ა.ტ.ე., ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი).

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (დონეცკის შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (ვენის რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (თბილისის ლოკომოტივი).

აღსანიშნავია, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კიდევ 8 ფეხბურთელს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ნუკრი რევიშვილი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ჩაკვეტაძე (ყველა - თბილისის დინამო), თეიმურაზ შონია (ბათუმის დინამო), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი).

საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთები როგორც ონლაინ-რეჟიმში, აგრეთვე „დინამო არენას“ სალაროებში იყიდება. მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხასრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]