weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სანდრო ბაზაძემ კორეელი სანგუკ ოჰი დაამარცხა და ოლიმპიადის ნახევარფინალშია

13:28 შაბათი, 24 ივლისი 2021

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ბრძოლა მოიგო. მან მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, კორეელი სანგუკ ოჰი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:12 დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გადავიდა.

პირველ შეხვედრაში სანდრო ბაზაძემ ეგვიპტელი მეტოქე მოჰაბ სამერი ანგარიშით 15:10 დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრაში ასევე ეგვიპტელ ზიად ელსილს ანგარიშით 15:12 სძლია.

ნახევარფინალში სანდროს ბაზაძის ეტოქე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილადი იქნება.

ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები გუშინ, 23 ივლისს გაიხსნა. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტი სპორტსმენით წარსდგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]