weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

14:57 ორშაბათი, 26 ივლისი 2021

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.

შავდათუაშვილმა ნახევარფინალში კორეელი ჩანგრიმ ანი დაამარცხა და ამით მან მედალი გაინაღდა.

29 წლის ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს უკვე მესამე ოლიმპიური მედალია. ის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულია, ხოლო 2016 წელს, რიოში – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე აიღო მედალი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]