weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლაშა ტალახაძე მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი

17:14 ოთხშაბათი, 04 აგვისტო 2021

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა, 27 წლის ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ძიუდოსტს ლაშა ბექაურის გამარჯვების შემდეგ, ეს მეორე ოქროა საქართველოს გუნდის ანგარიშზე.

ლაშა ტალახაძემ ატაცში პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორე ცდაზე 2015 კგ (ოლიმოიური რეკორდი), ხოლო მესამე ცდაზე – 223 კგ და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 265 კგ დაძლია და ამითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ლაშა ტალახაძემ ორჭიდში 488 კგ (223+265=488) დააგროვა, რითაც თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელიც ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. პირველი ოლიმპიური ოქრო მან 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე მოიპოვა. 

ტალახაძის მწვრთნელი ასევე ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძეა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]