weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტოკიოს პოლიციამ ახმეტელი პარალიმპიური ჩემპიონი ზვიად გოგოჭური დააკავა

17:18 ორშაბათი, 16 აგვისტო 2021

ტოკიოს პარალიმპიადის გახსნამდე 8 დღით ადრე, იაპონიაში, სასტუმროს დაცვის თანამშრომლის ცემის ბრალდებით, ახმეტელი პარალიმპიური ჩემპიონი, 34 წლის ზვიად გოგოჭური დააკავეს.

შემთხვევა 12 აგვისტოს, ხუთშაბათს მოხდა. ქართველ პარაძიუდოისტს 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე ასპარეზობა მომავალი კვირიდან უნდა დაეწყო და ტოკიოს თამაშებზე ოქროს მედლის კანდიდატი იყო. ის რიოს 2016 წლის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონია.

იაპონური მედიის ინფორმაციით, გოგოჭური სასტუმროს დაცვის თანამშრომელს, 63 წლის მამაკაცს თავს მას შემდეგ დაესხა, რაც მან და სხვა ქართველმა სპორტსმენებმა შენიშვნა მიიღეს სმის დროს ხმაურის გამო. დაშავებულს ნეკნი აქვს გატეხილი.

მედიაში ასევე გავრცელდა წერილი, სადაც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი წერს, რომ იმედგაცრუებულია ზვიად გოგოჭურის საქციელით და მას პარალიმპიადის აკრედიტაცია გაუუქმდა.

„ის დაბრუნდება ქვეყანაში და საქართველოში დამატებით იქნება განხილული მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. მისი ქცევა არ წარმოადგენს საქართველოს, მის ხალხს და არ შეეფერება იმ კეთილ მასპინძლობას, რაც იაპონელებმა ჩვენს გუნდს გაუწიეს“, – ნათქვამია საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის წერილში.

2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადა 24 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება. საქართველოს დელეგაციაში 14 პარასპორტსმენი იყო. აქედან პარაძიუდოში უნდა ეასპარეზა 6 სპორტსმენს: ზვიად გოგოჭურს (-100), რევაზ ჩიკოიძეს (+100), გიორგი გამჯაშვილს, ზურაბ ზურაბიანს, გიორგი ქალდანს და ინა ქალდანს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]