weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

15 წლის მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

23:06 ოთხშაბათი, 25 აგვისტო 2021

პოლონეთში, ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 15 წლის მარიამ მურღვლიანი პირველ ადგილზე გავიდა. მან ოქროს მედლები აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში მოიგო და სამივე დისციპლინაში რეკორდები დაამყარა.

დებიუტანტმა ქართველმა ძალოსანმა ატაცში 85 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში - 105. მან ორჭიდის ჯამში დაძლეული 190 კილოგრამით (85+105=190) პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე თურქეთის წარმომადგენელი გავიდა (ორჭიდი - 184 კგ), მესამეზე კი – პოლონეთის (ორჭიდი - 169 კგ).

მარიამ მურღვლიანი ხონის სპორტსკოლას წარმოადგენს. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის განცხადებით, მარიამი პირველი ქართველი გოგონაა, ვინც კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლები დაისაკუთრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]