weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2021

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ WAF-სგან დისკვალიფიკაცია მიიღო

15:48 სამშაბათი, 28 სექტემბერი 2021 hits 514

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის ერთიან ეროვნულ ფედერაციას მსოფლიო ფედერაციის ან მისი რომელიმე წევრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა.

WAF-ის ინფორმაციით, ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო მიიღეს. მათი განმარტებით, ქართულმა ფედერაციამ ვერ შეძლო 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ორგანიზება, გაურკვევლობაში შეიყვანა WAF-ის ხელმძღვანელობა და წევრები, რამაც უზარმაზარი ფინანსური დანაკარგი გამოწვია როგორც WAF-სთვის, ისე მისი წევრებისთვის. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მომხდარმა მსოფლიო მკვლავჭიდის ფედერაციისა და მისი წევრების იმიჯიც დააზიანა.

„დისკვალიფიკაციის პერიოდში ქართველი სპორტსმენები ვერ შეძლებენ WAF-ის ჩემპიონატებზე დარეგისტრირებას“, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოს ფედერაციამ ფინანსური სანქციები უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ დისკვალიფიკაცია მოეხსნას.

საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, მთავრობამ და ეროვნულმა ფედერაციამ მსოფლიო ფედერაციას საგარანტიო წერილი ვერ მისცეს ჩემპიონატის ჩასატარებლად.

„ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო კომისიის შექმნას და გარკვევას, რატომ არ ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი. ჩვენ ოთხწლიანი მსოფლიო ჩემპიონატი მივიღეს. ეს ფაქტობრივად სპორტის განადგურებას ნიშნავს“, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

2021 წლის მსოფლიო მკლავჭიდის და პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატები ბათუმში, 17-26 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]