weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2020

საქართველო - ირლანდია: მატჩისწინა ინფორმაცია

17:25 შაბათი, 02 სექტემბერი 2017 hits 3366

რუსეთში გასამართი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჯერ კიდევ პირველი გამარჯვების მოლოდინშია. მე-7 ტურში მეტოქე ირლანდიის ნაკრებია, რომელთანაც „ჯვაროსნები“ ტრადიციულად მოუგებლად თამაშობენ.

აღნიშნულ მატჩს საქართველოს ნაკრებისთვის სატურნირო ცხრილის მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, სამაგიეროდ მეტოქეს სჭირდება ქულები მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლაში. საქართველოს ნაკრებს კი ე.წ. კარის გაჯახუნება და მოტივირებული მეტოქის მოულოდნელი დამარცხება სჩვევია.

ირლანდიის ნაკრებთან საქართველოს ეროვნულ გუნდს მთლიანად უარყოფითი ბალანსი აქვს: 8 მატჩი და 8 წაგება, ბურთების შეფარდება - 4:16.

ირლანდიელთა მწვრთნელი მარტინ ო’ნილი ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრების რეალურ ძალას სატურნირო ცხრილი და მოპოვებული 3 ქულა არ ასახავს. მისივე თქმით, გუნდების წინა თამაშში მასპინძელ ირლანდიას გაუმართლა, თორემ ადვილი შესაძლებელი იყო საერთოდ ვერ მოეგო.

დანაკლისის ფონზე საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება: მაკარიძე; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; კვეკვესკირი, გვილია; ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი; ქვილითაია.

ირლანდიის ნაკრებიდან ჯონათან უოლტერსის თამაში იყო საეჭვო, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, მაგრამ „ზურმუხტის კუნძულელთა“ ნაკრების შუახაზის მნიშვნელოვანი ფიგურა უკვე ჯანმრთელადაა და დიდი ალბათობით „დინამო არენაზეც“ ვიხილავთ. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ირლანდიის ნაკრებს დააკლდება, შეიმას კოულმენია - „ევერტონელი“ მარჯვენა მცველი, რომლის სოლო რეიდმა დუბლინური შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, თუ საქართველოს ჯერაც არ მოუგია, ირლანდიას - არ წაუგია. კუნძულელები სერბეთთან ერთად 12 ქულით ლიდერის პოზიციას იკავებენ და ადვილი მისახვედრია, რა დატვირთვა აქვს მათთვის თითოეულ თამაშსა და ქულას.

საქართველოს ნაკრებს ირლანდიის დასამარცხებლად ბევრი ნავსის გატეხვა მოუწევს. დანარჩენს 90 წუთი გამოაჩენს, რომლის ათვლაც დღეს „დინამო არენაზე“ 20:00 საათიდან დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]