weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ეროვნულ გუნდთან ფრედ ითამაშა

22:35 შაბათი, 02 სექტემბერი 2017 hits 1005

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-7 ტურის მატჩი საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. „ჯვაროსნებმა“ მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვება კვლავ ვერ მოახერხეს, თუმცა უხერხულ მეტოქე ირლანდიასთან პირველად შეძლეს ფრედ თამაში - აქამდე კუნძულელებს საქართველოს ნაკრები რვაჯერ ჰყავდათ დამარცხებული.

„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო. ორი ირლანდიელი ფეხბურთელი საჰაერო ორთაბრძოლისას ქართველ გოლკიპერ გიორგი მაკარიძეს შეეჯახა, მსაჯს ჯარიმის დაფიქსირება მართებდა, თუმცა დაუცველ კარში გასული გოლი ჩაითვალა. ამის შემდეგ ინიციატივა ვლადიმირ ვაისის გუნდმა იგდო ხელთ და ირლანდიელთა ნახევარზე ცდილობდა იერიშების მოწყობას. ქართველმა ფეხბურთელებმა საწადელს 34-ე წუთზე მიაღწიეს, როდესაც შესანიშნავად გათამაშებული კომბინაცია ჯანო ანანიძის საგოლე პასის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილმა მეკარე დარენ რედნოლფის ფეხებშუა ბურთის გატარებით დაასრულა - 1:1.

მეორე ნახევარში „ჯვაროსნებმა“ კიდევ უფრო მოუმატეს, ბურთს დიდხანს ფლობდნენ, კარის მიმართულებით დარტყმით საგოლე მომენტებიც შექმნეს, გამარჯვებასაც იმსახურებდნენ, მაგრამ ნავსი არ გატყდა - მიმდინარე შესარჩევ ციკლში ნაკრები კვლავ მოუგებლად ასპარეზობს.

საქართველო - ირლანდია 1:1

საქართველო: მაკარიძე; ო. კაკაბაძე, კაშია (კ), კვერკველია, ნავალოვსკი; გვილია, კვეკვესკირი; ჯიღაური (გ. ჭანტურია 75), ანანიძე, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90); ქვილითაია (მერებაშვილი 85).

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ირლანდია: რენდოლფი; ქრისტი, შ. დაფი, კ. კლარკი, უორდი; ბრეიდი, უელანი (დ. მერფი 79), არტერი (მაკგიდი 61), მაკკლინი; უოლტერსი, ლონგი.

მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი

გოლები: 0:1 შ. დაფი (4) 1:1 ყაზაიშვილი (34).

გაფრთხილება: ჯიღაური, კვეკვესკირი; მაკკლინი.

მსაჯი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]