weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2020

ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტზე ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ

22:13 კვირა, 03 სექტემბერი 2017 hits 1323

მიმდინარე ევრობასკეტზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა გერმანიასთან მარცხის შემდეგ უკრაინასთანაც წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი გაირთულა.

ილიას ზუროსის გუნდმა უკრაინას, რომელიც ევრობასკეტზე მონაწილე 24 გუნდში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდად მიიჩნეოდა, პირველ ტაიმშიც ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 38:51 განადგურდა.

მესამე პერიოდი, როგორც ამ ევრობასკეტზე ხდება, საქართველომ აღმაფრენით ჩაატარა და 9 ქულის სხვაობით მოიგო, მაგრამ ათი წუთი რჩებოდა, თითქოს ფსიქოლოგიური უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ დაღლილობამ თავი იჩინა და დასკვნითი მეოთხედიც წააგო, საბოლოოდ - 81:88.

ქართველთაგან საუკეთესოები გიორგი შერმადინი და ზაზა ფაჩულია იყვნენ. ორივემ 17 ქულა დააგროვა, გიორგიმ 4-ჯერ მოხსნა ბურთი, ზაზამ - ხუთჯერ. თორნიკე შენგელია 16 ქულას, 5 მოხსნასა და 7 პასს გამორჩა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]