weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

საქართველო იტალიასთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა

10:18 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017 hits 1282

ევრობასკეტის გათამაშება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მარცხით დაასრულა. ილიას ზუროსის გუნდს იტალიასთან ორი ქულით წაგებული (69:71) მატჩის მოგება შეეძლო, თუმცა ობიექტურად უნდა ითქვას, რომ გამარჯვება არ დაუმსახურებია.

მატჩის საბოლოო შედეგზე ყველაზე დიდი გავლენა პირველმა მეოთხედმა იქონია, რომელიც საქართველოს ნაკრებს პრაქტიკულად არ უთამაშია - პირველ 6 წუთში მოხლოდ 2 ქულა აიღო, პერიოდი კი 10:27 დათმო. იტალია წინ გაიჭრა, თუმცა მეორე პერიოდში სხვაობა სამ ქულამდე დავიდა (30:33), მაგრამ ამის შემდეგ ანგარიში 2 წუთზე დიდ ხანს არ შეცვლილა. იტალიამ შანსი გააჩინა ანგარიშის გათანაბრების, მაგრამ შეტევაში ცუდი თამაშის გამო ვერ საქართველომ ტაიმი რვა ქულით 30:38 წააგო.

მეორე ტაიმიც ცუდად დაიწყო საქართველოს ნაკრებისთვის, ხოლო ეტორე მესინას გუნდს თამაში წაუვიდა. სხვაობამ 14 ქულასაც მიაღწია, თუმცა პერიოდის ბოლოსკენ საქართველომ ისევ გამოიღვიძა და დასკვნითი პერიოდის წინ მაინც უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა მინუს 11 ქულით. ბოლო ათწუთეულში საქართველოს ნაკრებმა ფანტასტიკური კალათბურთი ითამაშა, მეტწილად დაცვაში და მეტოქეს მხოლოდ 13 ქულა ჩააგდებინა. დაფრინავდა მაიკლ დიქსონი, რომელმც ნაკრებს ულიდერა და 5 სამქულიანი ჩააგდო. თამაშის დასრულებამდე 58 წამით ადრე, სხვაობა ორ ქულამდე რომ იყო დასული, მაიკლმა რთული სამქულიანი გაუშვა, ჩავარდა და საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა წინ, თუმცა სიხარული ნაადრევი გამოდგა, იტალია კვლავ დაწინაურდა - 68:69.

მაიკლ დიქსონმა სამქულიანების გარდა, 6-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე გადამწყვეტი სამქულიანიც რომ ჩაეგდო, უსათუოდ გმირი გახდებოდა. საქართველომ წააგო და ისრაელი – უკრაინის მატჩზე გახდა დამოკიდებული, რადგან მასპინძელი ისრაელის გამარჯვება აწყობდა პლეი-ოფში გასასვლელად, თუმცა ისრაელი 64:88 დამარცხდა და ექვსგუნდიან ქვეჯგუფში მასთან ერთად საქართველოც ჩარჩა.

B ჯგუფის საბოლოო ცხრილი:

  1. ლიტვა - 8 ქულა, ბურთები 426:359 (+67)
  2. გერმანია - 8 ქულა, ბურთები 355:346 (+6)
  3. იტალია - 8 ქულა, ბურთები 346:322 (+24)
  4. უკრაინა - 7 ქულა, ბურთები 367:392 (-25)
  5. საქართველო - 7 ქულა, ბურთები 390:394 (-4)
  6. ისრაელი - 6 ქულა, ბურთები 358:429 (-71)
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]