weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბაკურიანელმა საბა ქუმარიტაშვილმა ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

10:53 პარასკევი, 14 იანვარი 2022

ქართველმა სპორტსმენმა საბა ქუმარიტაშვილმა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოციგავეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

21 წლის საბა ქუმარიტაშვილი ბაკურიანიდან არის და ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე ვარჯიშისას დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ახლო ნათესავია. 

XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩინეთის დედაქალაქში 4-20 თებერვალს გაიმართება. ქუმარიტაშვილი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება. 

უფრო ადრე „პეკინი 2022“-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრების წევრები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ: კაცებში – მორის ყვითელაშვილი, ქალებში – ალინა ურუშაძე, სპორტულ წყვილებში – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, ხოლო სპორტულ ცეკვებში – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]