weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჭაბუკმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

11:23 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 2017 მსოფლიო ჩემპიონატზე 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბექა გურულისა (54 კგ) და ოთარ აბულაძის (63 კგ) მიერ მოგებულ ბრინჯაოებს, თავიანთი წილი იგივე სინჯის მედლები თემურ ხოზრევანიძემ (46 კგ), დავით სოლოღაშვილმა (69 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (76 კგ) მოიპოვეს.

რეპეშაჟის ფინალში ხოზრევანიძემ ყაზახი ნურზატ კაბდირახიმოვი დაამარცხა (8:3), სოლოღაშვილმაც ყაზახ მეტოქეს - გალიმბეკ ნურგალიევს აჯობა (11:1), ხოლო ცოფურაშვილმა - იაპონელ ნაო კუსაკას (4:4). წინა დღეს ბრინჯაოსთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ბექა გურულმა წუთსა და 10 წამში აშკარა უპირატესობით (8:0) სძლია მექსიკელ მიგელ ანხელ უგალდე აგიარს. აბულაძემ კი მხოლოდ 24 წამი იკმარა ყაზახი რახატ საგიმბაიევის დასამარცხებლად (9:0).

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს 45 ქვეყანას შორის 48 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა უკრაინას. პირველზე რუსეთი გავიდა (64 ქულა), მეორეზე - ირანი (50 ქულა).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]